10:54 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 28 პროექტი უკვე დასრულდა
აშშ ვენესუელაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გამორიცხავს

სიახლეები

უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას საქართველოში ნაყიდი ტანსაცმელი?

 

უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას საქართველოში ნაყიდი ტანსაცმელი? - ამ კითხვაზე პასუხიы პოვნა ვებგვერდმა momxmarebeli.ge სცადა, რომელმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარა ტანსაცმლის ხარიხსის დასადგენად.

 

როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, მაისურების შემოწმებული ნიმუშები აზოსაღებავებთან მიმართებაში ევროკავშირში დაწესებული ნორმების ფარგლებში აღმოჩნდა.

 

"2019 წლის აპრილში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ 20 სხვადასხვა ფირმის მაისური და გავაგზავნეთ ესპანეთის ლაბორატორიაში აზოსაღებავების შემცველობის დასადგენად. საქართველოში სამწუხაროდ ლაბორატორიებს არა აქვთ აკრედიტაცია ასეთი ტიპის კვლევების განსახორციელებლად.

 

აზოსაღებავები ფართოდ გამოიყენება ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად. კანთან ხანგრძლივი შეხების დროს ისინი ხელს უწყობენ სიმსივნის წარმოშობას, უჯრედების გადაგვარებასა და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითებას. 

 

ევროკავშირში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში აზოსაღებავების გამოყენება ნორმირდება. თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მათ შორის, ტანსაცმელთან მიმართებაში, უსაფრთხოების მოთხოვნები კანონმდებლობით არ არის დადგენილი. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არც სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება არსებობს, რომელიც ასეთ საქონელს შეამოწმებს. 

 

საბედნიეროდ, მაისურების შემოწმებული ნიმუშები აზოსაღებავებთან მიმართებაში ევროკავშირში დაწესებული ნორმების ფარგლებში აღმოჩნდა", - ნათქვამია კვლევის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...