18:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს
უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას საქართველოში ნაყიდი ტანსაცმელი?

სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 28 პროექტი უკვე დასრულდა

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები  გრძელდება, მას შემდეგ რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, ინფრასტრუქტურული პროექტების  სამშენებლო სამუშაოების ნაწილი უკვე  დაიწყო და ზოგიერთი მათგანი დასრულდა კიდეც.

 

დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია  4.85 მლნ. ლარის ღირებულების 435 პროექტზე. მათ შორის, 28 პროექტი  უკვე დასრულდა დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. 

 

პროგრამის ფარგლებში, ამ მუნიციპალიტეტებში  განხორციელდა გარე განათების, სანიაღვრე არხების, სასაფლაოს კეთილმოწყობის, გზების მოხრეშვის და წყლის სისტემების სამუშაოები. პროცესი გრძელდება და 2020 წლამდე  ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“  2019 წლის  1 იანვრიდან  აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობას  1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა  გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.  5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი  დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

 

მოსახლეობის მიერ არჩეულ განსახორციელებელ პროექტებს შორისაა:  სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...