სიახლეები
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი
ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც ინვესტირების ძალიან მაღალ დონეს გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ახალი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია, დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.
პრემიერმა ინვესტორებს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძემ სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის სფეროსთან თანამშრომლობის კუთხით სამაგალითოდ შეაფასა ის ფაქტი, რომ ინვესტორმა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული 3650 კვ.მ ფართი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.
„აღნიშნული სასტუმრო მართლაც ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა მუზეუმების უბანში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფართი გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი კულტურის სფეროსთან. მთავრობა ასეთ პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, სადაც თითოეული ინვესტორი გრძნობს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად ვითარდება, წინ მიდის და საქართველოში ჩადებული ინვესტიციები გენერირებენ უკუგებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმრო, რომელიც მოდერნისა და ძველი არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს, 158 ნომერს მოიცავს, მათ შორის 17 მაღალი კლასის, ხოლო 2 - უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი ნომერია. სასტუმროს ასევე აქვს საკონფერენციო სივრცეები.
Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, ხელისუფლების, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები

4 თებ 2020ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

5 ოქტ 2019ეკონომიკა
რამდენად დივერსიფიცირებულია საქართველოს საგარეო სექტორი?

4 ივნ 2019ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
კვირის გრაფიკი
ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში
12 აპრ 2021კვირის გრაფიკი
2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრილი, 2021კვირის გრაფიკი


თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა
