18:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში გიორგი გახარიას მოუსმინა
მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სიახლეები

მერსედეს ვერა-მარტინი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა

 

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა - მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

 

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოამზადებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს.

 

„მომავალი ორი კვირის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს გამართავს. ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება.

 

ასევე ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული