12:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში გიორგი გახარიას მოუსმინა

სიახლეები

კომიტეტების თავმჯდომარეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასეს

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ხაზი გაუსვა „მინისტრის საათის“ პრაქტიკის დანერგვას და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან კარგი პრაქტიკაა „მინისტრის საათი“, ჩვენ არა მხოლოდ ვეცნობით ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ ინფორმაციას, არამედ მეტ-ნაკლებად ხდება ლუსტრაცია, თუ ვინ რა პოლიტიკური დამოკიდებულებით უყურებს ქვეყნისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებს“. 

 

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ძალიან კარგი ფაქტია ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება. მან შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა ამ ფორმატში შეიქმნას პოლიტიკური არაფორმალური ფორუმი, სადაც დროულად და მყისიერად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ოპოზიციასთან ერთად არაფორმალურ გარემოში იმსჯელებენ საერთო ეროვნული ინტერესების დაცვის თაობაზე.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დადებითად შეაფასა მინისტრის გამოსვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები. „დღეს სისტემური გარდაქმნების შესახებ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომელიც მიმდინარეობს და ხელშესახები შედეგები გვაქვს პირველ რიგში ადამიანის უფლებების მიმართულებით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კუთხით ეს არის ოჯახური ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, მათი გამოძიება. მოვისმინეთ დღეს, რომ ფემიციდის რაოდენობა არის ძალიან შემცირებული და ეს იმ კონკრეტული ცვლილებების დამსახურებაა, რომელიც შსს-ში მიმდინარეობს. თავისით ასეთი რამეები ნამდვილად არ ხდება“.

 

სოფო კილაძის შეფასებით, „გაკეთებული არასოდეს არ არის საკმარისი და არ ვამბობთ, რომ ყველაფერი გაკეთებულია“.

 

ის ასევე შეეხო პანკისის თემას და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამ საკითხს ოპოზიციონერები პოლიტიკურ კონტექსტში იყენებენ. „ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, რომ ჩვენს ქვეყანას არ მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა დღევანდელი დებატების პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავა და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს.

 

მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც განათლების უწყებასთან, ასევე იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სკოლის უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით. მან რამდენიმე ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სკოლის უსაფრთხოების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შსს-სთან ინტენსიური დიალოგით, მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და დღეს სკოლებში მანდატურის სამსახურის თვალსაზრისით გადადგმულია არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ესაა მანდატურის რეგიონული სამსახურების გაძლიერება, ასევე მათი ფინანსური ანაზღაურების გაზრდა. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. მისი თქმით, კონკრეტული შედეგია ასევე ვიდეომონიტორინგის გაუმჯობესება. დაიხვეწა აკადემიური და პროფესიული მომზადების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სკოლებში მანდატურების შერჩევა. ასევე ახალი რეფორმის შედეგია პოლიციის აკადემიის რეფორმა რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ პროფესიული მზადების მასშტაბები იყოს გაცილებით ფართო.

 

„კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, არის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვანებში. ეს არის მოზარდებში როგორც კონფლიქტის ასევე დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით, რომ შემოვა პარლამენტში განსახილველად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომელმაც დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრების თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული