10:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 26.29 მლრდ ლარს გაუტოლდა

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 313.5 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 26.29 მლრდ ლარს გაუტოლდა.

 

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.4 პროცენტი შეადგინა.

 

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 13.5 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები.

 

მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 86.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.5 პროცენტს შეადგენდა.

 

 

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 244.1 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა და 11.78 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 42.6 მლნ აშშ დოლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

 

ამ კატეგორიის კრედიტების 55.9 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.6 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...