13:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 26.29 მლრდ ლარს გაუტოლდა

სიახლეები

ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა და 486.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.

 

ვადაგადაცილებული სესხების 44.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

 

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.5 პროცენტს გაუტოლდა.

 

 

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის მარტში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.5 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 7.5 პროცენტს შეადგენს.

 

ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 15.7 პროცენტამდე. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.2 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 10.9 პროცენტი შეადგინა.

 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 7.7 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის მარტთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი - 1.4 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...