სიახლეები
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ მათი თხევადი გაზი გერმანულ ავტომობილებს ჰგავს - ძვირია, თუმცა ხარისხიანი
რუსული გაზი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ, იაფია, თუმცა უხარისხო, - განაცხადა ამერიკის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ, რომელიც ევროპას აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ეწვია, რათა ევროკავშირი ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის შეძენის უპირატესობაში დაარწმუნოს.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ევროპაში რუსული ენერგეტიკული ინტერესებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, რაც ამერიკული ინვესტიციების გაზრის გზით უნდა მოხდეს.
ბრიუსელში გამართულ ბიზნეს ფორუმზე პერიმ განაცხადა, რომ თუ ევროპელებს მხოლოდ ფასის საკითხი აღელვებთ, არ უნდა დაივიწყონ, რომ Mercedes-ისა და BMW-ს ღირებულება ძალიან მაღალია და შეიძინონ უფრო იაფი, მაგრამ ნაკლებ საიმედო ავტომობილები.
პერის მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა გაზადოს ბელგიაში მდებარე ტერმინალებიდან შესყიდული ამერიკული გაზის მოცულობა, რადგან ასეთ შემთხვევაში „ისინი მიიღებენ სწორედ იმას, რისთვისაც იხდიან“.
ბოლო 1 წელიწადში აშშ-იდან ევროკავშირში თხევადი გაზის იმპორტი 272%-ით არის გაზრდილი. მარტში ევროკავშირმა სარეკორდო 10,4 მილიარდი კუბამეტრი ამერიკული გაზი შეიძინა.
მსგავსი სიახლეები

14 მაი 2019ენერგეტიკა
ნათია თურნავა: „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს“

14 მაი 2019ენერგეტიკა
ნათია თურნავა: „დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატი“

2 მაი 2019ენერგეტიკა
მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...