13:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქართულმა მხარემ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმა
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ მათი თხევადი გაზი გერმანულ ავტომობილებს ჰგავს - ძვირია, თუმცა ხარისხიანი

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

3 მაი 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.

რუსული გაზი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ, იაფია, თუმცა უხარისხო, - განაცხადა ამერიკის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ, რომელიც ევროპას აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ეწვია, რათა ევროკავშირი ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის შეძენის უპირატესობაში დაარწმუნოს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ევროპაში რუსული ენერგეტიკული ინტერესებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, რაც ამერიკული ინვესტიციების გაზრის გზით უნდა მოხდეს.

ბენგალის ყურეში ტროპიკული ციკლონი „ფანი“ მოძრაობს, რომელმაც ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ორისას შტატს მიაღწია. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის (IMD) ინფორმაციით, შტორმი თანდათან ძლიერდება. მის სავარაუდო მარშრუტზე 10 000 სოფელი და 52 დიდი ქალაქია. „ფანი“ არის ბოლო 20 წელიწადში ყველაზე ძლიერი სტიქია, რაც ინდოეთს დაატყდა თავს. ორისაში, აღმოსავლეთ ბენგალსა და რამდენიმე სხვა შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულია. ევაკუირებული ადამიანების რაოდენობა 1,5 მილიონს აღწევს. ციკლონი უკვე დაატყდა თავს ქალაქ პურის, საიდანაც პირველი ფოტოები და ვიდეო-კადრები ვრცელდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 313.5 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 26.29 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.4 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 13.5 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთოებისა და თავდაცვის საკითხებში ივან აპარშინმა განაცხადა, რომ არც ზელენსკის და არც უკრაინის სხვა მომავალ პრეზიდენტებს დონბასისა და ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება არ შეუძლიათ. „მე დღეს ვერ ვხედავ ჩვენი ტერიტორიების სამხედრო ოპერაციის გზით დაბრუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ინტერნეტ-გამოცემა „აპოსტროფთან“ ინტერვიუში. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სამხედრო გზით ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების ცდას არავის ურჩევს. „დანაკარგები უდიდესი იქნება. დღეს ეს უკვე დაკარგული შანსია“, - თქვა აპარშნმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...