05:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„სთორითელინგის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს
Apple დათმობაზე წავიდა და Qualcomm-ისთვის 5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას დასთანხმდა

სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
 


1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება.

ახალი საკოლექციო მონეტა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა საზოგადოებას. 

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 90 ლარია და გაყიდვა 2019 წლის 6 მაისიდან დაიწყება.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ  ოთხი ნომინალის (40კ; 50კ; 60კ; 70კ) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით. 

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად "5₾". მონეტაზე დატანილია, ასევე, წარწერები "საქართველო", "Georgia"; "1919 - 2019", "5 ლარი".

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ 
ზომა: 33 X 27 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2019 
დიზაინის ავტორი: ნიტა გონგაძე


მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) და ფულის მუზეუმში (მისამართი: ყვარელი, რუსთაველის ქ. N10) ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულიონლაინმაღაზიის მეშვეობით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

კორონავირუსით განპირობებული ღონისძიებების გავლენა საქართველოზე

4 მაი 2020კვირის გრაფიკი

       Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. კომპანია გუგლმა (Google) პირველად გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული მობილურობის...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი