სიახლეები
BBC: "სამეფო კარის თამაშებში" არის მინიშნებები მეორე მსოფლიო ომსა და ცივი ომის პერიოდზე
HBO-ს საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მესამე სერიის შემდეგ მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს. იმაზე, თუ რატომ არის სერიალი ასეთი პოპულარული და მიმართებები აქვს მას თანამედროვე სამყაროსთან, BBC-ის დიპლომატიური საკითხების მიმომხილველი ჯონათალ მარკუსი საუბრობს.
მასშტაბური კულმინაციური ბრძოლა, რომელიც სერიალის უკანასკნელი სეზონის მესამე სერიაში გაიმართა, ჩემთვის რეალური მოვლენების პერიფრაზირებაა, მეტაფორული, წერს მარკუსი.
დიპლომატიის ექსპერტმა მხატვრულ სერიალში მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდთან დაკავშირებული მინიშნებები ამოიცნო. მისი თქმით, სიუჟეტში ძალიან ზუსტი პარალელია: ყველა ქვეყანა, თვიანთი დროშებით, გაერთიანდა საერთო მტრის - ბოროტების წინააღმდეგ.
მარკუსის აზრით, ფანტასტიკური სიუჟეტის ავტორები მოვლენათა პირდაპირ ციტირებას მოერიდნენ, თუმცა ყველაფერი ნათელია. ახლა ყველა დიდი ინტერესით ელოდება სერსეისა და მოკავშირეთა შორის გამართულ ომს, რაც ძალიან ჰგავს ცივი ომის პერიოდს, რისი პროტოტიპიც ფილმში არის „ზამთარი“.
HBO, "სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონის თითოული სერიისთვის 15 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს. სეზონის 6 სერიის მთლიანი ბიუჯეტი მინიმუმ 90 მილიონი დოლარი იქნება.
სერიალს იღებენ ამერიკელი მწერალი ჯორჯ რ.რ. მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის მიხედვით. ფილმი ტელეარხ HBO-ზე 2011 წლიდან გადის.
მსგავსი სიახლეები

3 ივლ 2019შემეცნებითი
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

5 მაი 2019შემეცნებითი
ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა

4 მაი 2019შემეცნებითი
LAIST: “ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს–ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

