11:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს ახალი რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს

სიახლეები

BBC: "სამეფო კარის თამაშებში" არის მინიშნებები მეორე მსოფლიო ომსა და ცივი ომის პერიოდზე

 

HBO-ს საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“  მესამე სერიის შემდეგ მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს. იმაზე, თუ რატომ არის სერიალი ასეთი პოპულარული და მიმართებები აქვს მას თანამედროვე სამყაროსთან, BBC-ის დიპლომატიური საკითხების მიმომხილველი ჯონათალ მარკუსი საუბრობს.

 

მასშტაბური კულმინაციური ბრძოლა, რომელიც სერიალის უკანასკნელი სეზონის მესამე სერიაში გაიმართა,  ჩემთვის რეალური მოვლენების პერიფრაზირებაა, მეტაფორული, წერს მარკუსი.

 

დიპლომატიის ექსპერტმა მხატვრულ სერიალში მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდთან დაკავშირებული მინიშნებები ამოიცნო. მისი თქმით, სიუჟეტში ძალიან ზუსტი პარალელია: ყველა ქვეყანა, თვიანთი დროშებით, გაერთიანდა საერთო მტრის - ბოროტების წინააღმდეგ.

 

მარკუსის აზრით, ფანტასტიკური სიუჟეტის ავტორები მოვლენათა პირდაპირ ციტირებას მოერიდნენ, თუმცა ყველაფერი ნათელია. ახლა ყველა დიდი ინტერესით ელოდება სერსეისა და მოკავშირეთა შორის გამართულ ომს, რაც ძალიან ჰგავს ცივი ომის პერიოდს, რისი პროტოტიპიც ფილმში არის „ზამთარი“.

 

HBO, "სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონის თითოული სერიისთვის 15 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს. სეზონის 6 სერიის მთლიანი ბიუჯეტი მინიმუმ 90 მილიონი დოლარი იქნება. 

 

სერიალს იღებენ ამერიკელი მწერალი ჯორჯ რ.რ. მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის მიხედვით. ფილმი ტელეარხ HBO-ზე 2011 წლიდან გადის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი