00:42 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა
BBC: "სამეფო კარის თამაშებში" არის მინიშნებები მეორე მსოფლიო ომსა და ცივი ომის პერიოდზე

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

 

2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაციის, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს და ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV –ის დელეგაცია მიიღო. ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის, კერძოდ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას განიხილავენ და საქართველოში ინვესტირებისთვის ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროეტების შესწავლას გეგმავენ.

2019 წლის მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა. საექსპორტო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთში ექსპორტის მატებამ, რაც დიდწილად ფეროშენადნობების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტს უკავშირდება. რეგიონის დანარჩენი ქვეყნებიდან უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებისა და მინერალური სასუქების ექსპორტის წყალობით, ხოლო აზერბაიჯანში ექსპორტი არსებითად შემცირდა სიგარეტებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის კლების გავლენით. ამასთანავე, თურქეთში ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია. საანგარიშო თვეში ზომიერად გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი, რაც დიდწილად რუმინეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტს უკავშირდება.

ლეგენდარული ინვესტორის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway ისტორიაში პირველად ახორციელებს ინვესტიციას კომპანია Amazon-ის აქციებში. დიდი ხანია ბაფეტი ჯეფ ბეზოსითა და მისი კომპანიით აღფრთოვანებულია და ამ ნაბიჯის გადადგმა სურს. „დიახ, მე ვიყავი გულშემატკივარი [კომპანია Amazon-ის], თუმცა არ ვყიდულობდი აქციებს. მე იდიოტი ვიყავი“, - განაცხადა ბაფეტმა, რომელიც Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რიეტინგში მესამე ადგილს იკავებს, 82,5 მილიარდი აშშ დოლარით. ბაფეტმა არ დააკონკრეტა ის თანხა, რაც Amazon-ის აქციებში დააბანდა. ამ ინფორმაციას მოგვიანებით, კვარტალური ანგაირშიდან გავიგებთ, თუმცა ცნობილია, რომ ის Amazon-ის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი გახდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება. სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი