09:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება არის მორიგი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან - დავით ზალკალიანი

სიახლეები

ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვა 26.5%-ით გაიზარდა

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის შემცირება შეინიშნებოდა, რაც უცხოური ვალუტით რესურსის ბრუნვის შემცირებით იყო განპირობებული. ბაზრის მთლიანმა ბრუნვამ 7.07 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 0.92 მლრდ ლარით ნაკლებია, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით კი 1.79 მლრდ ლარით მეტი.

 

წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვა 0.51 მლრდ ლარით (26.5 პროცენტი) არის გაზრდილი, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი 1.43 მლრდ ლარით (-23.7 პროცენტი) შემცირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2019 წლის მარტში ლარის რესურსის ბრუნვა 0.08 მლრდ ლარით (3.6 პროცენტი) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი 1.70 მლრდ ლარით (58.4 პროცენტი) გაიზარდა.

 

მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 10.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.62 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 6.57 პროცენტი შეადგინა.

 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი განაკვეთი თვის განმავლობაში 0.01 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.30 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 1.34 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი ბაზრის რესურსის 53.2 პროცენტი ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 43.0 პროცენტი კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...