18:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: წასვლა არის როცა განცხადებას წერ. მე განცხადება არ დამიწერია
"აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

სიახლეები

ბოლო 24 საათში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

 

 

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცახალი) განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით 200-ზე მეტი არამართვადი რაკეტა ისროლეს.

 

ისრაელის ტაქტიკურმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათმა“ რამდენიმე ათეული ჩამოაგდო. ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ NewsOne Israel აქვეყნებს.

 

სარაკეტო შეტევის გამო განგაში გამოცხადდა სდეროთეს, შაარის, აშდოდესა და რადენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში.  შეტევა ისრაელზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისმოდა აფეთქების ხმები.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი პირველ სართულზე იმყოფებოდა, ყველა გადარჩა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი აფეთების შემდეგ დაიჭრა ორი მოქალაქე - 80 წლის ქალბატონი და 50 წლის მამაკაცი.

 

შეტევის საპასუხოდ ცახალმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში გუშინვე მიიტანა. დაიბომბა „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ათეულობით ობიექტი. ისრაელის არმიამ გაანადგურა ერთ-ერთი მიწისქვეშა პუნქტი, სადაც „ჰამასი“ რაკეტებს ამზადებდა. ასევე, შეტევა განხორციელდა „ბურეიჯის“ ბატალიონის შტაბსა და რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე.

 

პალესტინაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული