23:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: საქართველოს აქვს 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი
ბოლო 24 საათში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

სიახლეები

გიორგი ქობულია: წასვლა არის როცა განცხადებას წერ. მე განცხადება არ დამიწერია

 

რუსთავი ორზე, გადაცემა „ფორბსის კვირაში“, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა. ქობულიამ მის შვებულებებთან დაკავშირებულ ჭორებზე, მინისტრობიდან გადაყენების დეტალებსა და სხვა მრავალ საკითხზე ისაუბრა.

 

„საქმე იყო იმაში, რომ ჩემი მოლაპარაკება, როგორც პრემიერთან ისე პარტიის ლიდერთან, იყო მკაფიოდ ის, რომ მე ვთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას (მინისტრობას) მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ მე მექნებოდა საშუალება, საქმეები გადამებარებინა და, როგორც ვილაპარაკე ადრეც, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. მოლაპარაკება იყო იმაზე, რომ მე დავიწყებდი სამუშაოს სექტემბრის დასაწყისში. ამასთან ერთად, ივლის-აგვისტოში მე რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში, თუმცა სრულფასოვნად მინისტრის მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შევუდექი. ეს მკაფიოდ იყო თქმული და მოლაპარაკებული.  

 

ამასთან ერთად, მე, რა თქმა უნდა, მომდიოდა ხმები, როცა საქართველოში არ ვიყავი, იმაზე, რომ მე ძალიან მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოვყევი, საქართველოში არყოფნის გამო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ძალიან გამაკვირვა იმან, რომ არავინ დამიცვა, ჩემი გუნდიდან რომ არავინ დამიცვა მე. მაშინ ვერ მივხვდი და ვხვდებოდი ბოლომდე. შესაძლოა, ეხლა უფრო ვხვდები რაშიც იყო საქმე“ - თქვა ქობულიამ.

 

„მე თავიდანვე შევიგრძენი ის, რომ შესაძლებელია ჩვენ ბოლომდე თანხვედრა ხედვებში არ გვქონდა. ჩემი წასვლის რეალური მიზეზი სწორედ ის იყო, რომ იმ ხედვებში და იმ პრინციპებში, რაზეც მეგონა, რომ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოჩნდა, რომ თანხვედრა არ გვქონდა. წასვლა არის, როცა განცხადებას წერ, მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

 

 ქობულიამ არ დამალა, რომ მას სთხოვეს თანამდებობის დატოვება, თუმცა უარი თქვა, რადგან მიაჩნდა, რომ საკუთარი ხედვების სისწორეში მმართველი გუნდის დარწმუნებას შეძლებდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული