13:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა
გიორგი ქობულია: წასვლა არის როცა განცხადებას წერ. მე განცხადება არ დამიწერია

სიახლეები

გიორგი ქობულია: საქართველოს აქვს 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი

 

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, რუსთავი ორის ეთერში გასულ ინტერვიუში მმართველ გუნდთან არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრა.

 

„იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მხოლოდ ეკონომიკურ შედეგზე არ იყო გათვლილი, და იყო მხოლოდ პოლიტიკურ შედეგებზე, არამედ - რომლებიც ეკონომიკური შედეგის მომტანიც არ იყო.

 

საქართველოს ეკონომიკა რეგიონთან შედარებით არც თუ ისე ცუდად ვითარდება, თუმცა ეს ზრდა უფრო მეტად ინერციული ზრდა არის, რადგან საწყისი დონე დაბალია. გარდა ამისა, მეორე რაც არის, ისაა, რომ ჩვენთან დღეს არის საკმაოდ ლიბერალური კანონმდელბლობა, რაც ხელშემწყობია ზრდისთვის, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრად უფრო დიდი პოტენციალი და, როგორც არერთხელ მისაუბრია ამის შესახებ, ჩვენ, იმ შემთვევაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ პოტენციალს, ჩვენი ძალისხმევის მობილიზაციას განვახორციელებთ, შეგვიძლია, რომ ეს ზრდა იყოს 7-დან 9 პროცენტამდე, ანუ პრაქიკულად გავაორმაგოთ ეკონომიკური ზრდა“ , - თქვა ქობულიამ.

 

ამისთვის ძირითადი გამოწვევა, რაც გვაქვს, არის სახელმწიფო მართვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება. ბევრი გადაწყვეტილება მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს, აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

 

მისი შეფასებით, გადაწყვეტილებების ხარისხსა და სისწრაფესთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. გიორგი ქობულიას თქმით, ის, მინისტრობის პერიოდში, აქტიურად მუშაობდა ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნაზე, რაც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებდა, თუმცა მისი დასრულება ვერ მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი