სიახლეები
ლეგენდრული ბრიტანული როკ-ჯგუფი Queen-ის (Queen ინგლისურად დედოფალს ნიშნავს) საერთ ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ქონებას გადააჭარბა, - შესაბამისი კვლევა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-ში გამოქვეყნდა.
ჯგუფის მოქმედი წევრების - ბრაიან მეის (გიტარა), როჯერ ტეილორისა (დრამი) და ჯონ დიკონის (ბას-გიტარა) - საერთო ქონება 445 მილიონ გირვანქა სტერლინგს (585 მილიონი აშშ დოლარი) აჭარბებს.
გასულ წელს ყოველმა მათგანმა თავის ქონებას 33-33 მილიონი ამერიკული დოლარი შესძინა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“ (2018), რომელმაც მსოფლიოს კინოგაქირავებაში თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი მოიპოვა.
93 წლის ბრიტანელი მონარქის ფინანსური მდგომარეობა კი გასულ წელს, პირიქით, გაუარესდა, და მისმა ქონებამ 2018 წლის ბოლოსთვის 370 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამჟამად გიტარისტ ბრაიან მეის ქონება 160 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს, ტეილორის - 155 მილიონ ფუნტს, ხოლო დიკონის ანგარიშებზე თითქმის 130 მილიონი გირვანქაა.
ელისაბედ II წარსულში 5-ჯერ (1989-1994) იყო დასახელებული ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანად და ლიდერობა მხოლოდ მას შემდეგ დაკარგა, რაც ქონების აღწერის მეთოდი შეიცვალა და მასში სამეფო ოჯახის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონებისა და ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების გათვალისწინება შეწყვიტეს.
მსგავსი სიახლეები

3 ივლ 2019შემეცნებითი
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

4 მაი 2019შემეცნებითი
LAIST: “ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს–ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”

3 მაი 2019შემეცნებითი
BBC: "სამეფო კარის თამაშებში" არის მინიშნებები მეორე მსოფლიო ომსა და ცივი ომის პერიოდზე
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

