13:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

სიახლეები

ელვა, 41 დაღუპული, ბორტგამცილებლების გმირობა - რა მოხდა მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში

 

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი ავიალაინერი Sukhoi Superjet 100, სარეგისტრაციო ნომრით RA-89098, მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში დაიწვა, ავარიული დაჯდომის შემდეგ, 2019 წლის 5 მაისს. შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა.

 

თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. ის 18:03 წუთზე აფრინდა და  პრობლემები შეეექმნა მას შემდეგ, რაც 3216 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. შერემეტოვოს აეროპორტში თვითმფრინავამა ავარიული დაშვება 18:30 წუთზე განახორციელა. ის ორჯერ შეეჯახა დასაფრენ ბილიკს, მოსტყდა წინა და უკანა საყრდენები და ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა თვითმფრინავის მთელი უკანა ნაწილი მოიცვა.

 

ლაინერის ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის გაჩერებისთანავე ბორტგამცილებლებმა ევაკუაციის პროცესი დაიწყეს. გადარჩენილები ამბობენ, რომ ისინი მათმა მაღალმა კვალიფიკაციამ გადაარჩინა:

 

„მხოლოდ ბორტგამცილებლბების წყალობით გადავრჩი. გოგოები იდგნენ სივრცეში, სადაც საშინელი გაზის სუნი იყო, ბნელოდა, იყო წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურა, და ისინი ადამიანების ტრაპამდე მივლასა და დაშვებაში ეხმარებოდნენ“, - თქვა დიმიტრი ხლებუშკინმა, ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

 

ევაკუაციას აფერხებდნენ თავად მგზავრები, რომლებიც საკუთარი ხელბარგის მოძიებასა და გამოტანას ცდილობდნენ. ფოტოებსა და ვიდეოებზე ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთი მგზავრი ლაინერს საკმაოდ დიდი ჩანთით ტოვებს. მიუხედავად ამისა, ევაკუაციის პროცესი 55 წამში დასრულდა, მაშინ, როცა საერთაშორისო ნორმატივი 90 წამს შეადგენს.

 

დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი ბორტგამცილებელი. მომხდარის მიზეზების შესახებ რამე ოფიციალურ ვერსიაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ცნობილია, რომ იქამდე, სანამ ლაინერს პრობლემები შეექმნებოდა, მგზავრებმა ელვა შეამჩნიეს. სავარაუდოა, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა და მისი აპარატურა დააზიანა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი