23:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
ელვა, 41 დაღუპული, ბორტგამცილებლების გმირობა - რა მოხდა მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

6 მაი 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი ავიალაინერი Sukhoi Superjet 100, სარეგისტრაციო ნომრით RA-89098, მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში დაიწვა, ავარიული დაჯდომის შემდეგ, 2019 წლის 5 მაისს. შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი ბორტგამცილებელი. მომხდარის მიზეზების შესახებ რამე ოფიციალურ ვერსიაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ცნობილია, რომ იქამდე, სანამ ლაინერს პრობლემები შეექმნებოდა, მგზავრებმა ელვა შეამჩნიეს. სავარაუდოა, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა და მისი აპარატურა დააზიანა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით) ცხოვრობს, შეადგენს 5%-ს. ამ მონაცემით საქართველო ევროპაში ჩამორჩება მხოლოდ რუმინეთს, სადაც იგივე მაჩვენებელი 5.7%-ს. აღსანიშნავია, რომ მაგალითად უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოთხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.

თეირანი ახდენს ყველა რესურსის მობილიზებას, მათ შორის იყენებს „ნაცრისფერ ბაზარს“ ნავთობის გაყიდვისთვის, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ, ამირ ხოსეინ ზამანინიმ, ამერიკული სანქციების და მათი გავლენის კომენტირებისას. Reuters აღნიშნავს, რომ ჩინოვნიკს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა იგულისხმება „ნაცრისფერ ბაზარში“, თუმცა თქვა, რომ ირანის მთავრობაში ეს ნაბიჯი არ მიაჩნიათ თაღლითობად, არამედ მასში ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ხედავენ, რომელიც, ზამანინის თქმით, „უსამართლო და უკანონოა“. „ჩვენ ვახდენთ ქვეყნის ყველა რესურსის მობილიზებას, მათ შორის ვყიდით ნავთობს „ნაცრისფერ ბაზარზე“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მზად არის ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან დათმობაზე წავიდეს და ევროპის საბაჭო კავშირში დარჩენას 2022 წლამდე დასთანხმდეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Sundey Times ავრცელებს. გაზეთის ცნობით, ბრიტანეთის მთავარობას პარლამენტში ოპოზიციის ხმები სჭირდება და მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობებში თავისი პოზიცია მაქსიმალურად დაუახლოვოს ოპოზიციის ხედვებს. ბრიტანეთი შესთავაზებს ევროკავშირს დროებით საბაჟო კავშირში დარჩენის მექანიზმს, რომელიც დიდი ბრიტანეთის 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება, შემდეგ კი მის მიზანშეწონილობაზე ახალი მთავრობა იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული