16:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ფესტივალების, კულტურული ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განსავითარებლად
ზელენსკი პოროშენკოს მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ კურსს გააგრძელებს

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით

 

მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბიზნესსესიასა და მმართველთა პლენარულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ სექტორებზე უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი ბანკის სამომავლო სტრატეგიაში.
აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის სტატუსით, ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბანკის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წევრ ქვეყნებში ADB-ს მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.  

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სექტორში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროგრესსა და ამჟამად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, აღნიშნა რა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას აზიის განვითარების ბანკის წევრ სახელმწიფოებში.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...