06:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი - ჩვენი ახალი ამოცანა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა
ნათია თურნავა: პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება

სიახლეები

ნათია თურნავა: „ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაც არის“

 

„ჩვენი ამოცანაა, გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად, რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გამნითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას.

 

მინისტრმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოლოდინია, თითქოს როგორც კი საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები შემოვა, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და ქვეყანას ჰესები არ დასჭირდება.

 

„ეს ასე არ არის, ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამის მიუხედავად, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა - მისი ინფორმაციით, ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 მიიჩნევს - იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა, მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ.

 

„საჭიროება თუ დადგა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...