06:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაიკლ პომპეო: კიმ ჩენ ინმა რაკეტების გამოცდა პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო
ნათია თურნავა: „ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაც არის“

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრი - ჩვენი ახალი ამოცანა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა

 

„იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი ამოცანაა - არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადათარგმნა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი live“.

 

მინისტრის განცხადებით, მთავრობის სტრატეგია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის.

 

„ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა გრძნობს. მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გახდეს სანიმუშო ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, სერვისების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული უნდა იყოს.

 

„ეს სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს, რაღაც პერიოდისთვის ამოცანები შეასრულა. ახლა ჩვენ მისი უკეთესობისკენ გადაწყობის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...