06:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
1 კვირის მანძილზე 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
უკრაინის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2,2%-მდე შემცირდა

სიახლეები

ჩინეთსა და აშშ-ს შორის მასშტაბური სავაჭრო ომის დაწყების საფრთხემ მსოფლიოს საფონდო ბაზრები შეარყია

 

ევროპის საფონდო ბაზრებმა ორშაბათი ვარდნით დაიწყო, იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავისი უკანასკნელი განცხადებებით ჩინეთთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის წარმოების საფრთხე  გაზარდა.

 

5,34 პუნქტით (1,4%) შემცირდა ევროპის Euro Stoxx 600 ინდექსი, ფრანგული CAC 40 2%-ით შემცირდა, გერმანული DAX ინდექსი კი 1,7%-ით დაეცა. ევროპის ბაზარს გადაედო ჩინურ საფონდო ბაზრებზე გაჩენილი რყევა, რომელიც მოჰყვა ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ 10%-დან 25%-მდე დამატებითი იმპორტის გადასახადით დაბეგრავს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს. 

 

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია დააწესოს 25%-იანი გადასახადი 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე, რომელსაც აქამდე კონფლიქტი არ შეხებია.

 

ჩინეთის საფონდო ბაზარზე დაფიქსირებული ვარდნა ბოლო 3 წელიწადში ყველაზე მკვეთრი იყო. ტრამპის განცხადება მთელი გლობალური ეკონომიკისთვის შოკისმომგვრელი გამოდგა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები კიდევ უფრო მოულოდნელი იყო იმ ფონზე, რომ ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ქვეყნებს შორის თითქმის მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებაზე საუბრობდნენ, ხოლო ამერიკის ეკონომიკური პარამეტრები (ინფლაცია და უმუშევრობის მაჩვენებელი) ბოლო პერიოდში შესანიშნავი იყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...