23:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა
ჩინეთსა და აშშ-ს შორის მასშტაბური სავაჭრო ომის დაწყების საფრთხემ მსოფლიოს საფონდო ბაზრები შეარყია

სიახლეები

1 კვირის მანძილზე 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

 

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ნინოწმინდა“, „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“  და „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS – 11 ცალი),  ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი) და ასევე 626 ცალი საბერძნეთისა და ლიტვის პირადობისა და მართვის მოწმობაზე ლამინირებისათვის დასაკრავი პოლიეთილენის ფირი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

ხოლო 2 მაისს, სგპ ბათუმის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლენილი არადეკლარირებული საქონლის (ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS) - 5 ცალი, სიგარეტი  -  7,580 ღერი) საბაჟო ღირებულებამ  4,980 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული