03:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით კირვალიძე: "კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიმართულებით“
1 კვირის მანძილზე 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სიახლეები

ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა.

 

ფესტივალის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მოეწყო.

 

ფესტივალს დაესწრნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ირჟი პრეცლიკი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი. 

 

ოზურგეთის ფესტივალი მუნიციპალური პროექტის, “ჩაის გზა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ჩაის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდა ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

ოზურგეთის ფესტივალის ფარგლებში ჩაის ოსტატთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. მსაჯები და სტუმრები მსოფლიოს 9 ქვეყნიდან მოიწვიეს. წარდგენილი იყო გურიისა და სამეგრელოს ჩაის კულტურა, გამარჯვებული მსოფლიო ჩაის ფესტივალზე იასპარეზებს. ასევე გაიმართა კონფერენცია ქართული ჩაის საწარმოს და ტურისტული პერსპექტივების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...