16:07 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ისრაელმა აშშ სპარსეთის ყურეში ირანის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა
ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა

სიახლეები

დავით კირვალიძე: "კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიმართულებით“

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

FAO- ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ორგანიზაციის (FAO) სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს.

 

შეხვედრაზე დავით კირვალიძემ FAO-ს ტრანსფორმაციისა და სამომავლო ცვლილებების განხორციელების კუთხით თავისი ხედვა წარადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) ახალი რეფორმების განხორციელებისთვის ემზადება. 

 

დავით კირვალიძე FAO-ს "შესაძლებლობების შემქმნელ ორგანიზაციას" უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება.

 

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე FAO-ს ხელმძღვანელობის ქართველმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინოვაციების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

მისი ინიციატივით ყოველწლიურად გაიმართება საინვესტიციო კონფერენცია,  ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  გაიარონ სტაჟირება, ასევე ელექტრონული კომერციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება სპეციალური ოფისი.

 

დავით კირვალიძე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებს. ის სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიზნით ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებლად დაასრულებს ბიუროკრატიულ მმართველობას FAO- ში .

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...