08:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
დავით კირვალიძე: "კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიმართულებით“

სიახლეები

ისრაელმა აშშ სპარსეთის ყურეში ირანის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა

 

ისრაელმა აშშ-ს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის მიერ ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას შეეხება, წერს Axios.

 

სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გადაცემა მოხდა იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი  ირანის მთავრობისთვის „მესიჯის გასაგზავნად“ სპარსეთის ყურეში ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ შესვლის შესახებ გააკეთებდა განცხადებას.

 

„ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რას გეეგმავს ირანი, თუმცა ვიცით, რომ ირანში ტემპერატურა მაღლა იწევს ამერიკის გაზრდილი ზეწოლის გამო და ისინი სპარსეთი ყურეში ამერიკის ინტერესების დამაზიანებელი საპასუხო ზომების მიღებას აპირებენ“, - ამბობენ ისრაელის მთავრობაში.

 

ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა ირანის წინააღმდეგ ამერიკული ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზეზი. რაში მდგომარეობდა ირანის გეგმა, უცნობია. შესაძლოა, ეს ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პარტნორებზე განხორციელებული შეტევა, წერს პორტალი.

 

ბოლო პერიოდში ამერიკისა და ისრაელის ადმინისტრაციას ორი ქვეყნის დიპლომატიურ ისტორიაში საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული