23:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
ისრაელმა აშშ სპარსეთის ყურეში ირანის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

7 მაი 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მოეწყო. ოზურგეთის ფესტივალის ფარგლებში ჩაის ოსტატთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. მსაჯები და სტუმრები მსოფლიოს 9 ქვეყნიდან მოიწვიეს. წარდგენილი იყო გურიისა და სამეგრელოს ჩაის კულტურა, გამარჯვებული მსოფლიო ჩაის ფესტივალზე იასპარეზებს. ასევე გაიმართა კონფერენცია ქართული ჩაის საწარმოს და ტურისტული პერსპექტივების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. FAO- ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ორგანიზაციის (FAO) სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს.

ისრაელმა აშშ-ს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის მიერ ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას შეეხება, წერს Axios. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გადაცემა მოხდა იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ირანის მთავრობისთვის „მესიჯის გასაგზავნად“ სპარსეთის ყურეში ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ შესვლის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. „ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რას გეეგმავს ირანი, თუმცა ვიცით, რომ ირანში ტემპერატურა მაღლა იწევს ამერიკის გაზრდილი ზეწოლის გამო და ისინი სპარსეთი ყურეში ამერიკის ინტერესების დამაზიანებელი საპასუხო ზომების მიღებას აპირებენ“, - ამბობენ ისრაელის მთავრობაში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოქვეყნის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მაიდნის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში. როგორც „უკრაინსკაია ნოვოსტი“ წერს, დაკითხვა დღეს, დილის 10 საათზე დაიწყება. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანმა სერგეი გორბატიუკმა, რომელსაც აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ პოროშენკოს ეკისრება ეპრსონალური პასუხისმგებლობა მაიდნის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობის გამო. მისი აზრით, უკრაინის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ამ საქმისთვის ხელის შესაშნელად მთელ რიგ კანონებს მოაწერა ხელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ მოუწოდა არქტიკის სახელმწიფოებს, ყურადღებით მოაკიდონ არქტიკის რეგიონში ჩინეთის მოქმედებას და გაითვალისწინონ მისი (ჩინეთის) აგრესიული მოქმედება სხვა რეგიონებში. „ამავდროულად, ჩინეთი უკვე იმუშავებს საზღვაო მარშრუტებს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. ასეთი მოქმედება ძალიან ნაცნობი სქემის ნაწილია. პეკინს სურს, შექმნას და განავითაროს კრიტიკულად აუცილებელი ინფრასტრუქტურა, გამოიყეოს ჩინური ფული და მუშახელი იმისთვის, რათა ჩინეთის უსაფრთოების ძალების არქტიკაში ბაზირება უზრუნველყოს“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული