16:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პომპეო: ჩინეთი არქტიკაზე სამხედრო გავლენის დამყარებას ცდილობს
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

 

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში  26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7%-ით მეტია.

 

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი - 22% (2192025) და პოლონეთი - 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი - 102% (106572), ბელარუსი - 88% (604076), საფრანგეთი - 81% (43938), მონღოლეთი - 72% (106452), კანადა - 70% (66960), ჰოლანდია - 37% (40930), ესტონეთი - 15% (214502), ლიეტუვა - 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა. 

 

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%). მსოფლიოს 18  ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%).

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.

 

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ  რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი.“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...