17:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
პოროშენკო უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

 

აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება,  - აღინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანსა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს,  შიქსინ ჩენს (Shixin Chen) შორის გამართული შეხვედრისას. 

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე.  

„აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ ერთხელ, გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. ითქვა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი, 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ADB-ს წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი