22:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

სიახლეები

ბექა ნაცვლიშვილი შრომითი ურთიერთობების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოვიდა

 

პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, დამოუკიდებელ პროფკავშირებთან -„სოლიდარობის ქსელი“, სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულ კავშირთან - „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად ბრიფინგი გამართა. 

 

ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტს, შრომითი ურთიერთობების მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შესთავაზა.

 

პარლამენტის წევრის განცხადებით, მასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები ითხოვენ:

 

1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე;

 

2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში);

 

3. შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა. არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ;

 

4. მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანაკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით;

 

5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია;

 

6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.

 

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც სოციალური პოლიტიკის, ისე შესაბამისად, შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება და ის რეფორმები, რომელიც ტარდება ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების მექანიკური შესრულებაა.

 

„თუ მათ არ იციან ვითარების გამოსასწორებლად რა რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის, ასევე ფართო საზოგადოებრივი კამპანიის საფუძველზე, შევთავაზებთ რეფორმებს“, - აღნიშნა მან.

 

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დაიწყება ხელმოწერების შეგროვება და ფართო საზოგადოებრივი კამპანია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი