09:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ სრულდება განათლების მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტი
BMW-ს მოგება 3,88-ჯერ შემცირდა

სიახლეები

Sukhoi Superjet 100-ის პილოტებმა ავარიული დაშვებისას კრიტიკული შეცდომები დაუშვეს

 

 

რუსეთის აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის გამოძიებამ დაადგინა, რომ Sukhoi Superjet 100-ის პილოტებმა რამდენიმე კრიტიკული შეცდომა დაუშვეს, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო RBK ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ავარიული დაშვების შემდეგ პილოტებმა გვერდითი ფანჯარა გააღეს, რამაც ცეცხლი გააძლიერა და მისი გავრცელება ააჩქარა. გარდა ამისა, ვითარება გაამწვავა იმან, რომ პილოტებს ძრავების გამორთვა დაავიწყდათ.

 

„ძრავები მუშაობდნენ იქამდე, სანამ ისინი გარედან არ ჩააქრეს“, - ამბობენ თვითმხილველები. ახლა „როსავიაციის“ თანამშრომლები ავიაკომპანია „აეროფლოტის“ პილოტთა მომზადების სტანდარტებს ამოწმებენ.

 

შეგახსენებთ, ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი ავიალაინერი Sukhoi Superjet 100, სარეგისტრაციო ნომრით RA-89098, მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში დაიწვა, ავარიული დაჯდომის შემდეგ, 2019 წლის 5 მაისს. შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ცნობილია, რომ იქამდე, სანამ ლაინერს პრობლემები შეექმნებოდა, მგზავრებმა ელვა შეამჩნიეს. სავარაუდოა, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა და მისი აპარატურა დააზიანა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული