00:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბითკოინის ფასმა 6 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა
როგორ სრულდება განათლების მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტი

სიახლეები

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი

 

ზედმეტი აჟიოტაჟი ახლდა ჩემს აქ ჩამოსვლას და მინდა ყველას ვუთხრა, რომ პორტის მნიშვნელობა ჩემი ჩამოსვლით თუ არ ჩამოსვლით არ განისაზღვრება. ის სამუშაოები რაც აქ განხორციელდება, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი სხვადასხვა გეგმასა თუ პრეზენტაციაში, თუმცა სამეგრელოში ამ ორ დღეში ბევრი პროექტი ვნახე და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა მომავალი პორტის ადგილი - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს ანაკლიაში, სადაც პორტის მშენებლობის ტერიტორია ერთად დაათვალიერა და კონსორციუმის წარმომადგენლებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, ვფლობ დეტალურ ინფორმაციას და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

 

პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე - რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალი მთლიანად ავითვისოთ. როდესაც ვსაუბრობთ მაგისტრალების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ეს ყველაფერი პორტთან ერთად არის ერთიანი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაშიც ვდებთ დიდ თანხებს და სხვადასხვა რესურსს.

 

ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას. ერთადერთი პრობლემაა ის, რომ დღეს აქ სამუშაო არ მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი და კონსორციუმის სურვილი სწორედ ესაა - აქ იყოს გაჩაღებული სამშენებლო პროცესი,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...