12:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა
ბითკოინის ფასმა 6 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა

სიახლეები

ნავთობის ფასი შემცირდა

 

2019 წლის 7 მაისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

 

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 69,88  (- 1,36)  დოლარი/ბარელზე.

 

 ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 61,40 (- 0,85)  დოლარი/ბარელზე.

 

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში ნავთობის მოპოვება შემცირებას განაგრძობს 2020 წლამდე, ამასთან არეულობამ ქვეყანაში შესაძლოა გამოიწვიოს წარმოების სრული შეწყვეტაც კი, ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) მოკლევადიან პროგნოზში.

 

"ვენესუელაში არეულობამ შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვეველი სიტუაციის წარმოშობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს იქ დარჩენილი მოპოვების  სრულად შეწყვეტა. მაშინაც კი, თუ მიმდინარე არეულობა არ გამოიწვევს დამატებით შეფერხებებს, EIA-ის პროგნოზით, ვენესუელის წარმოება შემცირებას განაგრძობს 2020 წლამდე", - ნათქვამია ანგარიშში.

 

ვენესუელაში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამწვავდა ქვეყნის მიმართ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შემოღებით. აშშ-ის სანქციები ვენესუელის მიმართ მოქმედებს 2015 წლის მარტის თვიდან, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო ის რიგი ვენესუელელი ჩინოვნიკების მიმართ ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ.

 

მას შემდეგ სანქციები ფართოვდება. აშშ-მა ბოლო პერიოდში გაამკაცრა რიგი სანქციები ვენესუელის მიმართ, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ. 28 იანვარს ვაშინგტონმა გამოაცხადა სანქციის შემოღების შესახებ ვენესუელის ნაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია "PDVSA"-თან მიმართებაში.

 
 
 
 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული