00:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც,ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, თბილისი ვაქციოთ ევროპულ დედაქალაქად ყველა სტანდარტის მიხედვით

სიახლეები

კობა გვენეტაძე: საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა

 

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ამცირებს. წინასწარი მონაცემებით საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

 

გვენეტაძე ამ საკითხზე "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" საუბრობს:

 

"მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს დაბალ ინფლაციას. ფასების სტაბილურობა ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

 

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა წლიურად 4.7 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ ზრდას ძირითადად საექსპორტო შემოსავლები, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, განაპირობებს. ამავე დროს, შიდა მოთხოვნა, რაც ინფლაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორია, ჯერ კიდევ სუსტი რჩება.

 

ბოლო წლების გამავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს კლების ტენდენცია აქვს და 2018 წელს ეს მაჩვენებელი 7.7 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგარეო სექტორზე დანახარჯებსა და საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს შორის თანაფარდობას უჩვენებს.

 

ამ დანახარჯებს მიეკუთვნება იმპორტი ან უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდები და პროცენტი, ხოლო შემოსავლებია ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და სხვა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ამცირებს. წინასწარი მონაცემებით საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა", - აცხადებს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...