10:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღინისძიებები გრძელდება
კობა გვენეტაძე: საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა

სიახლეები

მამუკა ბახტაძე - კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც,ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება

 

ჩვენი ექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და გვსურს მეტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ყურადღება დაეთმო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე, ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.
 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებს,რომლებიც საქართველოში  უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად.
 

„კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი. ყველა ვთანხმდებით, რომ გატარებული რეფორმები და ინიციატივები, რომელთა რეალიზაცია დღეს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ამ ნაწილშიც არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმაზე და კერძო სექტორის ჩართულობის როლზე მისი წარმატებით განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით.
 

„ჩვენ  რამდენიმე კომპანიასთან უკვე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მიხარია, რომ კერძო სექტორს აქვს სრული მზაობა, პროფესიულ განათლებაში მეტი კონტრიბუცია შეიტანონ. ჩვენი მიზანია ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ამასთან ერთად, არის მოლოდინი, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციების 5 პროცენტს, რის შედეგადაც ჯამში სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12-პროცენტიანი წილით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო  „ბილტმორში" გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი