08:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღინისძიებები გრძელდება

სიახლეები

აშშ-იმ ირანს ახალი მძიმე სანქციები დაუწესა

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის მეტალის წარმოებასთან დაკავშირებული ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ინფორმაცია ამის შემდეგ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

 

ბრძანებას ხელს დონალდ ტრამპი აწერს. გადაწყვეტილება აშშ-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის მთავრობამ ბირთვული შეთანხმების პირობების სრულად დაცვაზე უარი თქვა.

 

„ხელს ვაწერ ბრძანებას ირანის იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებიც რკინის, ალუმინისა და სპილენძის მოპოვებასა და ექსპორტს ეხება. სწორედ ეს არის მთავარი შემოსავალი ირანის ეკონომიკისთვის ნავთობის შემდეგ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

 

აშშ-ს, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, შეუძლია გაყინოს იმ კომპანიების აქტივები, ვინც ირანულ მეტალს სანქციების მიუხედავად შეიძენს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის დათვლით, სანქციები ირანის მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეეხება.

 

შეგახენებთ, ბირთვული შეთანხმება თეირანთან  2015 წელს გააფორმა 6-მა დიდმა სახელმწიფომ: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამ. 2018 წლის მაისში შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა და სასანქციო რეჟიმი აღადგინა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული