11:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Bloomberg: ჩინეთი ისტორიაში უდიდესი დეფოლტის ზღვარზეა
მამუკა ბახტაძე - ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში

სიახლეები

ნათია თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, შემოგვიერთდეს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ. ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მინისტრმა შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან პროდუქტიული და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციას სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, მათ შორის სპეციალური ელექტრონულ პლატფორმის საშუალებით. „შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა ერთადერთი არ იქნება და კიდევ გაგრძელდება, მეტიც - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ეკონომისტ-მეცნიერს, ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, რომ შემოგვიერთდეს. ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა დარგობრივ სტრატეგიებზე, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ რეჟიმში მოხდეს მოსაზრებების გაზიარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ მომზადებული ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების გატესტვა.

 

„ვფიქრობთ, რომ დავეყრდნობით მეცნიერულ აზრს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატესტვაში, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი