15:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა
ნათია თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, შემოგვიერთდეს

სიახლეები

Bloomberg: ჩინეთი ისტორიაში უდიდესი დეფოლტის ზღვარზეა

 

 

სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსები ჩინეთს ობლიგაციების ბაზარზე ისტორიაში უდიდეს დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.

 

2019 წლის პირველ 4 თვეში ჩინურმა კომპანიებმა 39,2 მილიარდი იუანის (5,8 მილიარდი აშშ დოლარი) ღრებულების ჩინურ ობლიგაციებზე გამოაცხადეს დეფოლტი. ეს 3,4-ჯერ უფრო დიდი რიხცვია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

 

გარდა ამისა, ჩინეთში იზრდება ჭარბვალიანობა და ეს იმაზე 3-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე 2016 წელს (სხვათა შორის, 2016 წლის პირველ ნახევარში ასევე არსებობდა დეფოლტის რისკი). ამიტომაც, თუ ჩინეთის მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, 2019 წელს ჩინეთის ფასიანი ქაღალდების სარეკორდო დეფოლტი დაფიქსირდება, წერს Bloomberg.

 

ექსპერტთა შეფასებით, ასეთი შედეგები კომპანიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შემცირებით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ბრალია. 

 

ჩინეთის მთავრობა მდგომარეობის გამოსწორებას საბანკო სექტორის დარწმუნების გზით ცდილობს, რომ გააძლიეროს საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტება. გარდა ამისა, მთავრობა აწარმოებს კამპანიას „ჩრიდლოვანი ბანკინგის“ წინააღმდეგ, სადაც რეგულატორის გავლენა მცირეა, აღნიშნავს სააგენტო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი