22:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ში ქმნიან კომპიუტერს, რომელიც წამში 1,5 კვინტილიონ ოპერაციას შეასრულებს
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

სიახლეები

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემარულებელის მიერ სენატისადმი წარდგენილ მოხსენებაში რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი

 

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰანის და გაერთიანებული შტაბის მეთაური გენერალი დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხირდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი.
 

მოხსენებაში ვრცლად არის საუბარი აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებზე, ამერიკის პარტნიორების როლზე და აშშ-ის საჭიროებებზე. ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო შესაძებლობების მოდერნიზაციის ტენდენცია, აგრეთვე რუსეთის მიერ საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ და ასევე სხვა ქვეყნების სუვერენული დემოკრატიული პროცესების ხელისშეშლის მცდელობები.

 

მათ შორის აღნიშნულია, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას, და მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.
 

არსებული ვითარების საპირწონედ დეპარტამენტი აშშ-ის სამი მთავარი მიმართულებას განოყოფს - სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა.

 

გენერალმა დანფორდმა ასევე ისაუბრა რუსეთის ასიმეტრიულ საფრთხეებზე და შესაძლებობებზე, მათ შორის საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომელთაც რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალმა ასევე ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი