22:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კობა გვენეტაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდა
მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს

სიახლეები

ჩინეთსა და აშშ-ს შორის რეალური სავაჭრო ომი ღვივდება

 

 

აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე დამატებითი იმპორტის გადასახადი 10%-დან 25%-მდე გაზარდოს, ძალაში შევიდა.

 

პეკინმა, თავის მხრივ, მწუხარება გამოთქვა თეთრი სახლის ამ ნაბიჯის გამო და საპასუხო ზომების შესახებ გააკეთა განცხადება. კონკრეტულად რა კონტრზომებზეა საუბარი, ჯერ ცნობილი არ არის.

 

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გადასახადის გაზრდა აუცილებელი გახდა მოლაპარკაებების პროცესში, პეკინზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

 

„ვნახოთ, რით დაასრულებენ, თუმცა მე ძალიან მიხარია, რომ ახალი გადასახადები ამერიკის ბიუჯეტს შეავსებს. ეს კარგია ამერიკისთვის, ცუდია ჩინეთისთვის“, - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ახლა ვაშინგტონში ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო მოლაპარაკების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ში იმპორტის ახალი გადასახადები ამოქმედდა. საუბარია რკინისა და ალუმინის იმპორტზე 25% და 10%-იან გადასახადებზე, რომლებიც ამოქმედდა როგორც ჩინეთისთვის, ისე ევროკავშირის ქვეყნებისთვის. სწორედ ამით დაიწყო ისტორიაში უდიდესი სავაჭრო დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი