23:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
ჩინეთსა და აშშ-ს შორის რეალური სავაჭრო ომი ღვივდება

სიახლეები

კობა გვენეტაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორში სადაზღვევო მიმართულებით კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზეც. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეების, მათ შორის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საოპერაციო პრაქტიკის შესახებ.

ამას გარდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხელშემწყობი ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებში, რომელთა ამოქმედებასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამასთან, მხარეები გეგმავენ საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვას.

 


დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უწყებათა წარმომადგენლები იურიდიული, საზედამხედველო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებიდან.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი