სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება, თუმცა ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სახსრების გაზრდის შემდეგ თანხების გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენდა.
„მე გუნდს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დავუსახე, შეგვეცვალა პროცედურები და მიდგომები ისე, რომ საზოგადოება და ჩვენც დავრწმუნდეთ, რომ ამ მასშტაბური ინვესტიციების ათვისება ხდება დროულად, ვადაში და სწრაფი ტემპით. ამ ნაწილში, შარშანდელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აითვისა 350 მილიონი ლარი, ანუ გასულ წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გეგმას გადააჭარბა 27%-ით, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 17%-ით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მუნიციპალიტეტების დონეზეც.
„ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ წელს ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. აქაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, საუბარია ფაქტობრივად 100-პროცენტიან შესრულებაზე. იმის ფონზე, რომ შარშან ამ პერიოდში იყო 73-პროცენტიანი შესრულება და გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე გვაქვს თითქმის 100-პროცენტიანი შესრულება, არსებობს საფუძველი, ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონი ლარის ღირებულების 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს ძალიან ოპტიმისტური და დამაიმედებელი შედეგებია", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა და მათ კიდევ უფრო მეტი ტემპისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი, ცვლილებებმა პროცედურებსა და მიდგომებში უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ თვეებში მეტი სახსრები გვაქვს მიმართული აღნიშნულ პროექტებზე, კიდევ უფრო უნდა მოვინდომოთ და უკეთესი შედეგი დავდოთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მსგავსი სიახლეები

4 თებ 2020ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

5 ოქტ 2019ეკონომიკა
რამდენად დივერსიფიცირებულია საქართველოს საგარეო სექტორი?

4 ივნ 2019ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
