12:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით

სიახლეები

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

 

 

როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი თითქმის 400 აშშ დოლარს შეადგენდა. მართალია ამ მაჩვენებლით საქართველო მცირედით უსწრებს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა, მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გერმანიაში საშუალო-თვიური ხელფასი 4,000 აშშ დოლარი იყო, რაც ათჯერ აღემატება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს. ორი მსხვილი მეზობელი ქვეყნიდან თურქეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1,000 აშშ დოლარი იყო, ხოლო რუსეთში თითქმის 560 აშშ დოლარი. თუმცა, თურქეთის მონაცემი ასახავს 2014 წლის მდგომარეობას (უფრო უახლოესი მონაცემები არ მოიპოვება) და სავარაუდოდ აშშ დოლარში გამოხატული საშუალო ხელფასები მას შემდეგ შემცირდა ლირის საგრძნობი გაუფასურების გამო.   

 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები (თვეში 5,000 აშშ დოლარზე მეტი) არის ლუქსემბურგში, შვეიცარიაში, ისლანდიაში და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი