23:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას

 

მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

როგორც მან განაცხადა მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან 2018 წელს შემცირდა 23.1 პროცენტამდე, ასევე, მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები. 

„დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ისევე როგორც ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან“ , - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეფიციტზე და აღნიშნა, რომ ის სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია. 


„ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტია“, - განაცხადა მან. 


ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრესი საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია. 

ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და მის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდთან მიმდინარე პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება მომავალში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული