სიახლეები
კობა გვენეტაძე: ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა
"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა”, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ სტაბილურად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი და უზრუნველყოფილია ფასების სტაბილურობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა კვლავ ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება. ფონდის მისიამ ხაზი გაუსვა მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საგარეო რისკების არსებობის პირობებში.
კობა გვენეტაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე რეკომენდებულ მაჩვენებელს ჩამორჩება, აუცილებელია გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, როგორც ეს აღნიშნული პროგრამითაა გათვალისწინებული.
"მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმები, რაც ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და იქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები უკვე ასახულია საკრედიტო სტანდარტებზე და დაკრედიტება მდგრად დონემდე მცირდება, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი სარგებლის მომტანია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისია ვიზიტის დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. დღეს, მისიის წევრებმა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.
"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.
მსგავსი სიახლეები

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

15 მაი 2019ბანკები და ფინანსები
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

