08:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: „დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატი“
MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ

სიახლეები

კობა გვენეტაძე: ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა

 

"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა”, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა.


კობა გვენეტაძის განცხადებით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ სტაბილურად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი  და  უზრუნველყოფილია ფასების სტაბილურობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა კვლავ ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება. ფონდის მისიამ ხაზი გაუსვა მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საგარეო რისკების არსებობის პირობებში. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე რეკომენდებულ მაჩვენებელს ჩამორჩება, აუცილებელია გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, როგორც ეს  აღნიშნული პროგრამითაა გათვალისწინებული.

"მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმები, რაც  ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და იქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები უკვე ასახულია საკრედიტო სტანდარტებზე და დაკრედიტება მდგრად დონემდე მცირდება, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი სარგებლის მომტანია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისია ვიზიტის დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. დღეს, მისიის წევრებმა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. 

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული