06:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს“
კობა გვენეტაძე: ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა

სიახლეები

ნათია თურნავა: „დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატი“

 

„ჩვენ გვაქვს გეგმა, აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ენგურჰესი პირადად დაათვალიერა, კერძოდ, თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და "ენგურჰესის" დირექტორთან ლევან მებონიასთან ერთად ადგილზე გაეცნო ენგურჰესის მუშაობას.

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, პირვანდელი სახით აღდგება მთლიანად ენგურვარდნილის კასკადი. „ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა - ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ვარდნილიჰესის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება. მათ შორის ერთი მუშა მდგომარეობაშია, #1,2 და 3 კი გაძარცულ მდგომარეობაში. თითოეული მათგანის დადგმული სიმძლავრე იყო 40 მგვტ. თითო სადგურში ორი აგრეგატი იყო, 20 მგვტ სიმძლავრით. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 120 მგვტ და საპროექტო გამომუშავება შეადგენდა 390 მლნკვტ.სთ-ს. აღნიშნული ჰესები განთავსებულია აფხაზეთში. 1990 -იან წლებში სამივე სადგური სრულად იქნა გაძაცული. სამივე ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 80 -85 მლნ დოლარს (ღირებულება დაზუსტდება პროექტრების სტადიაზე).

 

საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ენგურჰესზე 2018-2021 წლებში დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები, ასევე ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი