06:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე
ნათია თურნავა: „დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე - 1640 მეგავატი“

სიახლეები

ნათია თურნავა: „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს“

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიკაციის წინა ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ვიზიტისას მოსახლეობას რეგიონის სრულ გაზიფიკაციას დაპირდა, რაც წარმატებით შესრულდება. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის ამ ეტაპის შემდეგ სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს. „მოსახლეობას დავპირდით, რომ გამოტოვებული, დარჩენილი სოფლები, ახალი დასახლებული პუნქტები, ისეთები, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი - ყველას მოვიცავთ.

 

ახლა ვასრულებთ ამ დანაპირებს. 3-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს გაზის შეყვანა საქართველოს მასშტაბით 226 სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში, აქედან 75 სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის. მათ შორის, ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, წელს, სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რეგიონების გაზიფიკაცია სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...